გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს

მარგველაშვილი 3„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

არსებული ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტმა შეთავაზება წინამორბედისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„კურიერმა“ ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე – აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას.

დაახლოებით 2 კვირის წინ, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩასული.

image_pdfimage_print

Comments

comments