დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში. ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 173 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.

ცნობისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.

“უპირველესად, მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე – 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში.” –  განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, დიდი პატივისცემა დავუდასტურო მეორე მსოფლიო ომის გმირ ვეტერანებს, ქართველებს ძალიან დიდი დამსახურება გვაქვს ამ ომში გამარჯვებაში

მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments