ლგბტ+ თემის ღონისძიებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

ფალავანდიშვილიხმაური და დაკავებები თბილისში – ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობამ“ ლგბტ+ თემის ღონისძიებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.

 

შეკრებილებმა ევროკავშირის ოფისთან დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით მიიტანეს და ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.  მათ ადგილზე მიტანილი  ჰქონდათ  ბანერები წარწერებით “არაევროსოდომს”, “ლგბტ დიპლომატებო შორს ბინძური ხელები ჩვენი შვილებისგან”, “ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან”.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი.

დაკავებები ადგილზე მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

 

image_pdfimage_print

Comments

comments