რას ამბობდა ელენე ხოშტარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთიდან იღებდნენ ჰონორარს

ელენე ხოშტარიადროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 2021 წლის 21 ივნისს დაგმო ქართველი ხელოვანების მოსკოვში ვიზიტი და განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს ოკუპაცია არ ადარდებთ.

„მაშინ, როდესაც გახელაძის დედა ბენზინს ისხამს თავზე, ეს კონკრეტული ადამიანები წავლენ და იცეკვებენ? ამაში არის პრობლემა, თორემ ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს გახელაძე, არ აინტერესებს ოკუპაცია, ფული, მოსკოვში ტაში და „ბამბანერკა“ ურჩევნია, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობენ“, – თქვა ხოშტარიამ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მისი დადგმული სპექტაკლიდან ჰონორარები ერიცხება.

„მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა“, – წერს ხოშტარია.

დამატებით კომენტარს არხთან „დროას“ ლიდერი არ აკეთებს და ისევ ცდილობს, თავს დაესხას „იმედს“ და მის დამფუძნებელს.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments