პარლამენტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

dzagli, ძაღლიპლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 75 ხმით, ერთხმად მიიღეს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო წილოსანის განმარტებით, ცვლილებებით მცენარეების სელექციონერების ინტერესები უკეთ იქნება დაცული.

„სელექციური ახალი ჯიშების გამოყვანის შემდგომ ვერ ხერხდება სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამისი რეგისტრაცია, რამდენადაც საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს კომპეტენტურ სუბიექტს, რომელსაც მიანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მცენარის გამოცდა.

„დასკვნა თავის მხრივ, იქნება ვალიდური საქპატენტის მიერ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვაზე განაცხადის მიღებისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, უქმდება თავი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ, რადგან აღნიშნული საკითხის რეგულირება სხვა კანონით. კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

image_pdfimage_print

Comments

comments