ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით ნებადართულია   ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე , სადაც 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა.  ჟინვალი-ბარისახო- შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

image_pdfimage_print

Comments

comments