არაფრით ჩამოუვარდებოდნენ სოდომისა და გომორის მოქალაქეებს – რატომ დაეცა პომპეი

ვეზუვის ამოფრქვევაპომპეი – რომაელთა გახრწნილების და ყოველგვარი უკუღმართობის კერა იყო. დღეს ის მკვდარი ქალაქია.

პომპეიში ნეტარების და განცხრომის სული ტრიალებდა. ეს იყო უსასრულო ქეიფის, გართობის, ორგიებისა და ვაქხანალიების ქალაქი, რომლის ეკონომიკა ამ დარგის მომსახურებაზე იყო აგებული. მოქალაქეთა უსაზღვრო ამორალობა მთელ რომში იყო განთქმული. საროსკიპოების და სამიკიტნოების რაოდენობით პომპეი მთელ თანამედროვე იტალიას არ ჩამოუვარდებოდა.

არქეოლოგების მიერ გასუფთავებულ აბანოებსა თუ საროსკიპოებში შემონახულია ფრესკები, რომლებზეც ასახულია იმ დროის გაუკუღმართებული ცხოვრების სცენები. ნაპოვნი საყოფაცხოვრებო ნივთები ასევე ცხადყოფენ, რომ პომპეის მცხოვრებლები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ სოდომისა და გომორის მოქალაქეებს.

პომპეის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 200–მდე საროსკიპო. გარდა ამისა, მეძავეებს ქალაქის ყველა კუთხე – კუნჭულში შეხვდებოდით – ცენტრალურ თუ  პატარა ქუჩებში, ამფიტეატრის შესასვლელში, სასაფლაოზეც კი. მდიდარი ფენა საროსკიპოებში არ დადიოდა, სასახლეებში უამრავი მონა და ხარჭა ჰყავდა.   სახლების და ქუჩების კედლებზეც კი  ხშირად გვხდება ეროტიული ხასიათის ფრესკები თუ წარწერები.

ჩვ. წ. ა. 79 წლის 24 აგვისტოს  მზის, ღვინის, გლადიატორებისა და საროსკიპოების  ქალაქი  ვულკანის ფერდლმა დაფარა.

პომპეი_Pompei
პომპეის ერთერთი საროსკიპო (ლუპანარიუმი)

ვეზუვის სულ რაღაც 15 წუთი დაჭირდა, რათა ქალაქში მყოფი ადამიანების სიცოცხლე მოესპო. იტალიის ქ. ბარის გეოეკოლოგიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოქალაქეთა უმეტესობა პირველ წუთებში მხუთავი აირით გაიგუდა, დანარჩენები კი გავარვარებულმა ლავამ იმსხვერპლა, რომელიც მოგვიანებით შემოვარდა ქალაქში. ლავამ მოსპო ასევე ახლომდებარე ქალაქები ჰერკულანუმი, სტაბაი და ოპლონტისი.

თანამედროვე  მეცნიერების ვარაუდით, ვულკანის ამოფრქვევის დამანგრეველი ძალა 500–ჯერ აღემატებოდა ქიროსიმაში აფეთქებულ ბირთვულ ბომბის ძალას.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვეზუვის ამოფრქვევისას არცერთი ქრისტიანი არ დაიღუპულა, ისინი იმ მცირერიცხოვან მოქალაქეებს შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნავებით დააღწიეს უბედურებას თავი. იმ პერიოდშივე პომპეის საზარელი დაცემა მრავალმა ღვთის რისხვასთან დააკავშირა, რომელიც ამორალურ, გაუკუღმართებულ მოქალაქეებს დაატყდა თავს. ხოლო, ამავე დროს ღმერთის წყალობამ იხსნა ის ადამიანები, რომლებიც ამ გახრწნილ ქალაქში რწმენას და უფლის მცნებებს ურყევად იცავდნენ.

premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments