“როდესაც სამყარო იცვლება, ნატო უნდა შეიცვალოს” –იენს სტოლტენბერგი

ნატონატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში შეთანხმებულ ალიანსის ახალ სამოქმედო პრინციპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო უნდა შეიცვალოს, რადგან სამყაროც იცვლება. 

„ჩვენ შევთანხმდით ნატოს ძალების ახალ სტრუქტურაზე, ნატოს ახალი ძალების მოდელზე. მადრიდში შევთანხმდით ჩარჩოზე, პრინციპებზე. ალიანსის წევრებმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ ნატოს ძალების ახალი სტრუქტურის ფორმირებაში. ეს იქნება კომბინირებული ძალები, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკვე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი გვყავს ნატოს სარდლობის ქვეშ.

ახალი სტრუქტურა დაეყრდნობა იმ ძალებს, რომლებიც ნატოს ქვეყნებში იმყოფებიან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ახლა ისინი ორგანიზებულნი იქნებიან ისე, რომ ახალი მოდელი მოერგოს ნატოს ოპერაციებს, მოერგოს ნატოს თავდაცვის დაგეგმვას.

გავზრდით ძალების მზადყოფნას. ერთი ნაწილი მზად იქნება 10 დღეში, მეორე ნაწილი კი 30 დღეში და ერთად საუბარია 300 000-ზე მეტ ჯარისკაცზე. გეგმა ერთ წელზეა გაწერილი. მახსოვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვყოლოდა საბრძოლო ჯგუფები ბალტიისპირეთის ქვეყნებში უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ ახალი ნაბიჯი იყო მოკავშირეებისთვის – გამოცდილებაც გვაქვს და მზადყოფნაც. ეს არის ბირთვი სახმელეთო ელემენტისთვის, ნატოს ახალი ძალების მოდელისა და ახალი ძალების სტრუქტურისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

image_pdfimage_print

Comments

comments