სეს–მა თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების ცხრა სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სამ ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან:

შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 – ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ი/მ – ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი;

შპს კობა, ს/კ 435434558 – ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

image_pdfimage_print

Comments

comments