12 ჩვევა რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებში გვაღიზიანებს

დაგვეთანხმებით, ვირტუალურ სამყაროში თითქმის იმდენ დროს ვატარებთ, რამდენსაც რეალურში ცხოვრებაში. ინტერნეტ– სივრცეში კი არსებობენ გამაღიზიანებელი პერსონები, რომლებიც ნებისმიერს  ისე აუწეწავენ ნერვებს, თითქოს ეს ნორმა იყოს. ვიცით, რომ  მოდაში შემოვიდა საჯაროდ ცხოვრების ტენდენცია, როდესაც ადამიანს იმაზე მეტად მოაქვს თავი ვიდრე სინამდვილეშია და ზოგჯერ ეს ტენდენცია აბსურდამდე მიდის.

ჩვენ გადავხედეთ  სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრს და ყველაზე გამაღიზიანებელი ინტერნეტ–ტრენდები შევარჩიეთ.

Jumeirah Beach Hotel 5*, Дубай, ОАЭ (Джумейра Бич, отель Волна) - описание отеля, цена, фото, отзывы

  • სამეგობრო ჩატში ერთმა გოგონამ დადო დუბაის სანაპიროს ფოტო წარწერით – ასეთი ხედია  ჩემი ნომრის  ფანჯრიდან. მეგობრებმა, რა მაგარიაო და ა.შ. მე კი გუგლში გადავამოწმე და აღმოჩნდა რომ ჩვენმა „ტურისტმა“  გუგლის საძიებოდან „დუბაის სანაპოროს“ მოთხოვნაზე  პირველივე  ფოტოები აიღო. მაშინ მის მხილებას თავი ავარიდე და ლეგენდა შევუნარჩუნე.
  • მაღიზიანებს, როდესაც ადამიანები თითქოს წუწუნით აღნიშნავენ : „მე მგონი $2000 ნაყიდი ეს კაბა არ მიხდება“, რათა შემდგომ მიიღონ „გადასარევად გამოიყურები“–ს მსგავსი კომპლიმენტები.
  • ერთი ნაცნობი გამუდმებით აქვეყნებდა სხვის ციტატებს და ლენტაში მათ ამოსაწევად თავადვე  ათობით კომენტარს ურთავდა, მეტ წილად სმაილებს და გიფებს. შედეგად თითო პოსტი დღეში რამოდენიმეჯერ მხვდებოდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ერთი–ორჯერ კორექტულად ავუხსენი პრობლემის არსი, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ მას მოწონებების კოლექციონერობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე მეგობრობა და მეც დავემშვიდობე.
  • ყოველ დღე ჩემი და მიგზავნის ელექტრონულ ბარათებს კატეგორიიდან „დილა მშვიდობისა – ყოველ დღე, დილის 7 საათზე. მე კი 8–ზე ვიღვიძებ. ათასჯრ ვთხოვე  მოგვიანებით ან საერთოდ არ გამოაგზავნოს ეს ბარათები.  პასუხი არ გაინტერესებთ? “მე ეს განწყობას მიმაღლებს, მოგვიანებით კი აღარ მცალია“.
  • მაღიზიანებს, როდესაც ბავშვებისგან სოციალური ქსელის ვარსკლავებს ქმნიან. მეგობრებს რომ უზიარებ საკუთარი შვილების ფოტოსურათებს, ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა. მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ბავშვების ცხოვრების ყოველი დეტალის გასაჯაროვება, ჩემი აზრით, ზედმეტია.

5 cuidados essenciais para fotografar comida | oimenu

  • ოჯახში გვყავს ერთი წევრი, სადაც არ უნდა იყოს, იმწამსვე აქვეყნებს სელფს სმაილებით, ლოკაციით და ჰეშთექგებით „ფინჯანი ყავა ცხოვრების სიყვარულთან#სამუდამო სიყვარული#ყველაზე ბედნიერი#ყველაზე საყვარელი“ . ასევე აქტიურად აქვეყნებს სხვისი ქვაბების ფოტოებს კომენტარით :“ნახეთ დღეს რა მზადდება“ და სულ ერთია თუ ქვაბში მხოლოდ წყალი დუღს სპაგეტის მოსახარშად.
  • მაღიზიანებს პრანჭიაობის ფესტივალი – საათობით ასწორებენ განათებას, მაკიაჟს, არჩევენ სამოსს.  მათთვის სულ ერთია რაზე ისაუბრებენ, მთავარია ჰაიპი დაიჭირონ.
  • მე კი არ მიყვარს, როდესაც ძველ პოსტებს აზიარებენ ისე, რომ თარიღს არც აკვირდებიან – იქნება ეს ინფორმაცია დაკარგული  ძაღლის შეახებ, თუ ფულის შეგროვება, რომელიმე მოძველებულ  საქველმოქმედო გვერდზე.
  • Как снимать красивые селфи на телефон | NanoReview.netროგორ ვერ ვიტან, როდესაც რომელიმე გოგო აქვეყნებს ამღვრეულ, მრუდე სელფს, რომელზეც თმაგაწეწილია და საშინლად გამოიყურება. დაქალები კი მყისიერად აკომენტარებენ რომ თვალწარმტაცი და განუმეორებელია. ვით უფრო ცუდი ფოტოა, მით მეტ ლაიქებს აგროვებს. მთლად უარესი კი მეორე დღეს მხვდება – მთელი ლენტა აჭრელებული მაქვს ამ გოგოს  მსგავსი ამღვრეული ფოტსურათებით.
  • რა არ მიყვარს? ათობით ადრესატისთვის გადაგზავნილი მილოცვა, რომ შენ მესინჯერშიც მოდის. დღესასწაულის პირადად მილოცვა ეზარებათ. პირდაპირ ვპასუხობ – თუ მართლა ასე გულით გინდა,  ან დამირეკე, ან პირადად მომილოცე.
  • უბნის ჯგუფის ადმინისტრატორი ვარ, ასევე ვცდილობ რაიონის გალამაზებას, გაუმჯობესებას. თუ ნაგავი ყრია, ვაგდებ, თუ თაღლითების განცხადებებია, ვაშორებ. უფრო სერიოზულ საკითხებზე ქალაქის ადმინისტრაციას  მივმართავ. ყოველ გადაჭრილ საკითხე ვწერ პოსტს ჯგუფში. ყოველთვის გამოინახება კრიტიკოსი: „უკეთესადაც შეგეძლო გაკეთება“ ან“ ამ ღობის ფერი არ მომწონს, სხვა ვერ შეარჩიე?“  ამდენ კრიტიკას ჯობს ერთხელ ადგეთ დივნიდან და თავადაც გააკეთოთ რამე სასარგებლო!
  • ჩავეწერე კავლიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე, შეიქმნა სასწავლო ჩათი და წინასწარ გაგვაფრთხილეს მხოლოდ სასწავლო საკითხებზე მოგვეწერა. ვინ დაიჯერა?! ყოველ დღე ასზე მეტი უაზრო წერილი მოდიოდა, ხოლო დღესასწაულებზე ხომ საერთოდ საგიჟეთი იყო – უამრავი უგემოვნო ბარათი და უადგილო მიმოწერა. ყოველ დღე მიწევდა ამ უსარგებლო ინფორმაციის გადაფურცვლა, რათა ნამდვილად საჭირო გზავნილი არ გამომეტოვებინა.

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments