რატომ ვერ ამხოსნეს დღემდე გაბზარული მთვარის საიდუმლო?

Приблизился Час, и раскололся месяц. (Коран 54:1) - Govzalla.com1178 წლის 18 ივნისის საღამო ინგლისის კენტერბერში ჩვეულებრივი და მშვიდი იყო. მზის ჩასვლიდან ერთ საათში კი ქრისტეს ეკლესიის ხუთმა ბერმა ცაში უჩვეულო მოვლენა იხილეს, რომელმაც მათზე  წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

კრაისტ–ჩერჩის სააბატოს  მემატიანემ, ბერმა  გერვასიმ საკუთარ დღიურში შემდეგი ჩანაწერი დატოვა:

„ბერებმა დაინახეს, რომ მთვარის ზედა რქა ორად გაიყო, თითქოს გაიბზარა. ბზარიდან კი ცეცხლოვანი  ჩირაღდანი გამოჩნდა, რომელიც დიდ მანძილზე აფრქვევდა ცეცხლს, გავარვარებულ ნახშირს და ნაპერწკლებს. ამავე დროს მთვარის ქვედა ნაწილი ირხეოდა და იკლაკნებოდა, თითქოს ღელავდა. თვითმხილველების მტკიცებით, მთვარე დაჭრილი გველივით ფართხალებდა. გარკვეული დროის შემდეგ მთვარე თავის ჩვეულებრივ ფორმას დაუბრუნდა. აღნიშნული მოვლენა მრავალჯერ განმეორდა, ცეცხლი სხვადსახვა დაკლაკნილ ფორმას იღებდა, შემდეგ კი მთვარე კვლავ საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა.  საბოლოოდ, მთვარეს მთლიანად მოშავო  ფერი დაედო“.

აღნიშნული უცნაური მოვლენის ამოხსნას, 800 წელზე მეტია მეცნიერები და ასტრონომები უშედეგოდ ცდილობენ. სხვდსახვა თეორია იყო მოყვანილი, თუმცა არც ერთმა, მეტნაკლებად მაინც, ვერ ახსნა და ვერ დაასაბუთა ეს მოვლენა.

როგორც ბერი გერვასი წერს,  თვითმხილველი ბერები მზად იყვენენ დაეფიცათ, რომ ეს მოვლენა საკუთარი თვალით ნახეს და აღწერეს.

„მზად არიან, დაიფიციონ და საკუთარი პატოსანი სახელით დაადასტურონ, რომ მთვარეზე მომხდარი უცნაური მოვლენის აღწერა უტყუარია და გაყალბებული არაა“, – წერს  კრაისტ–ჩერჩის სააბატოს  მემატიანე.

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments