ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოში ყინულის სასახლე აშენდება

თბილისში ყინულის სასახლე აშენდება - სპორტის სამინისტრომ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORTსაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების კუთხით.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იზრუნებენ საქართველოში ყინულის ჰოკეის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დაეხმარება საქართველოს ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდაში, ქართველი სპორტსმენების მაღალი დონის ინვენტარითა და ეკიპირებით მომარაგებაში – და რაც მთავარია, თანამედროვე ყინულის სასახლის აშენებაში რეკომენდაციებს გაუწევს…

 

„ფიგურული სრიალის ფედერაციამ ოლიმპიადაზე შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც დიდი შრომის შედეგია. ჰოკეის ფედერაცია მუშაობასა და ხარჯების განაწილებაში სამაგალითოა, ფაქტობრივად, არაფრიდან შედეგს მიაღწიეს და ზედა დივიზიონში დაწინაურდნენ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ზამთრის სახეობებს დახმარება სჭირდება და გადავწყვიტეთ, რომ დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ავაშენოთ ყინულის სასახლე,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments