ტურისტმა ნატვრის ხეზე მკითხა, სად იშოვება ამ მცენარის თესლიო – სულელური აზრები სერიოზული ადამიანებისგან

ყოველ ჩვენგანს ოდესმე  მაინც წამოცდენია სისულელე და ეს ნორმალურია, რადგან  შეუძლებელია ყველაფრის ცოდნა, ყველა სფეროს შესწავლა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანები თავდაჯერებულად ისეთ რამეს წამოროშავენ, საკუთარ ცოდნაში რომ შეგეპარება ეჭვი. Reddit–ზე მომხმარებლებმა  უვიცობის მარგალიტები მოაგროვეს, მათ საუკეთესო ნაწილს ვთავაზობთ მკითხველს.

Первая поездка со щенком к ветеринару | Блог ветклиники "Беланта"

  • ვეტერინარი ვარ. ერთხელ მამაკაცმა  მაკე ძაღლი მომიყვანა, რომელსაც ერთი ფეხი არ ჰქონდა. საჭირო შემოწმებები რომ ჩავატარე, პატრონმა მკითხა: „ლეკვები 3 თუ 4 თათით დაიბადებიან?“
  • რამოდენიმე წლის წინ იაპონიიდან სამუშაოდ მოწვევა მივიღე. თანამშრომლებმა ოფისში გამოსამშვიდობელი საღამო მომიწყვეს. ერთერთმა გოგონამ მითხრა, რომ ყოველთვის ოცნებობდა იაპონიის მონახულებასა და აქლემით გასეირნებაზე. გაკვირვებით შევხედეთ, იქნებ ეშლება რამეო? არა, არ შეეშალა, დარწმუნებული იყო, რომ აქლემი იაპონიაში ტრანსპორტის ჩვეულებრივი სახეობაა.
  • 2017 წლის 21 აგვისტოს მზის დაბნელება უნდა ყოფილიყო და ამ მოვლენას თანამშრომლები განვიხილავდით, როდესაც ერთერთმა თქვა:“ ამ სისულელის მართლა გჯერათ? ნუთუ არ იცით, რომ თუ მთვარე მზეში შევა, გადნება. ამიტომ  მზის დაბნელება არარეალურია.“ ასეთი არგუმენტის შემდეგ აბა რაღას ვეტყოდით?

Как часто надо менять «дворники»?

  • „მანქანის შუშის გამწმენდი  შუაში უფრო მალე იცვითება, რადგან გამწმენდის ამ  ნაწილიდან ყველაზე ხშირად ვუყურებთ გზას. მზერა კი ენერგეტიკული სხივია, რომელიც შლის რეზინას და სხვა მასალას“– ასე მითხრეს ერთხელ.  მყარი არგუმენტია, ვერ შეედავები…
  • „ვინ არის თომას ედისონი?“– მკითხა 30 წლის მეგობარმა ქალმა, პროფესიით ინჟინერმა. სერიოზულად მკითხა, მართლა.
  • მუზეუმში ერთი გოგო ექსპონატებს ათვალიერებდა და ყველას უმტკიცებდა, რომ დინოზავრები არასდროს არსებობდნენ, რადგან შეუძლებელია ცეცხლის ამოფრქვევა და ასე სუნთქვა. დიდი გოგო იყო სხვათაშორის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

Картинки солнце и луна - 75 фото - картинки и рисунки: скачать бесплатно

  • „შეუძლებელია ვიეტნამელი იყო, შეუძლებელი. რატომ? ვიეტნამი ომია, ქვეყანა კი არა“, – თავდაჯერებით მითხრა თანაკურსელმა კოლეჯში.
  • „მთვარე მზეზე ბევრად უკეთესია, რადგან ღამე ამოდის და ყველაფერს ანათებს. მზე კი დღისით ამოდის, როდესაც ირგვლივ ისედაც ყველაფერი განათებულია“- მართლაც გენიალური დასკვნაა.
  • 17 წლის ასაკში კაფეში ვმუშაობდი. მე და კოლეგა ყავის ჭიქებს ვალაგებდით, როდესაც მკითხა: “საინტერესოა, რატომ არ უშვებენ ჭიქებს ცაციებისთვის?“ ჩუმად მოვატრიალე ჭიქა 180 გრადუსით. არაფერი თქვა. იცით, რა გავიგე მის შესახებ ცოტა ხნის წინ?  დირექტორის თანაშემწე გამხდარა.
  • კვირა დღეა, დილის 10 საათი. კარზე მესმის ბრახუნი. ძლივს გავიღვიძე. მეზობელი ყოფილა, 55–წლის ქალბატონი. კითხვაზე, რა მოხდა, პასუხობს – ჩემთან საკაბელო ტელევიზია არ მუშაობს, აბა თქვენთან შეამოწმეთო. შევამოწმე, უპრობლემოდ მუშაობდა. „პროვაიდერს დაურეკეთ, ტექნიკური ჯგუფი დაგეხმარებათ,“– ვურჩიე მეზობელს. პასუხმა გამაცოფა.“უკვე დავრეკე, მითხრეს დავალიანების გამო გამითიშეს, უბრალდ მაინტერესებდა, სხვებთანაც ხომ არ არის გათიშული.“
  • ქალაქის პარკში ვსეირნობდი, როდესაც ერთმა ტურისტმა გამაჩერა, ნატვრის ხეზე მიმითითა და მკითხა, თუ სად შეიძლებოდა ამ მცენარის თესლის შეძენა. ავუხსენი, რომ ხე ხელოვნურია. სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაუკვირდა.
image_pdfimage_print

Comments

comments