კათოლიკე ბერის აღაირება :”ერთი სიტყვა მართლმადიებლებთან მონანიებაზე და თავს წამაცლიან”

ტერორი პაპისტებთან _ არქიმანდრიტი პართენი მურელატოსიათონის მთაზე მდებარე წმ. პავლეს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პართენი (მურელათოსი):

„ ეს ამბავი დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა. კვირა დილით, წირვის დაწყებისას ტაძარში კათოლიკე ბერი შემოვიდა, სამოსის მიხედვით ბენედიქტელთა ორდენის წევრი. მოკრძალებულად იქცეოდა, პირჯვარი კათოლიკური წესით გადაიწერა, მთელი წირვა გაუნძრევლად იდგა და თვალყურს გვადევნებდა, თუ როგორ ვწირავდით საკურთხევლში. ცოტა ხანში ორმა ბერმა მომახსენა, ტაძარში კათოლიკე ბერია და ხომ არ გავიყვანოთო, არ ეკუთვნის აქ დგომა. იმწამსვე აზრმა გამიელვა: „უფალი რას მოიმოქმედებდა ასეთ შემთხვევაში – ვინმეს ჭეშმარიტი რწმენის შესახებ რომ სურდეს გაგება, ასეთ ადამიანს არ განარიდებდა.” ამიტომ მამებს შევაგონე, რომ კათოლიკე ბერისთვის არაფერი ეთქვათ, დამიჯერეს. ზიარების შემდეგ სეფისკვერს რომ ვარიგებდით, ერთმა მამაომ მითხრა:

– ვფიქრობ, სეფისკვერი არ უნდა მივცეთ.

– მე კი ვფიქრობ, თავადაც არ მოვა სეფისკვერის ასაღებად,- მივუგე ბერს.

მართლაც, ამ ხნის მანძილზე კათოლიკე ბერს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, განრიდებულად იდგა.

წირვის შემდეგ ტრაპეზზე წავედით. ზოგადად, უცხო რჯულის ტურისტებისთვის სატრაპეზოში ცალკე სუფრას ვშლით ხოლმე, მოვიპატიჟეთ, მაგრამ უარი გვითხრა. მივხვდით, ჩვენ გამოსვლას ელოდებოდა ეზოში.

იმ დროს გვყავდა ერთი მღვდელი მიტილენიდან, მამა პავლე. ოდესღაც ის იტალიაში სწავლობდა და კარგად ფლობდა იტალიურ ენას. ტრაპეზის შემდეგ დავაბარე, ეთქვა კათოლიკე ბერისთვის, რომ მასთან საუბარი მსურდა. მან მორჩილებით შეასრულა ჩემი დავალება. მალევე ორივე ჩემს კაბინეტში გამოცხადდა. იტალიელ ბერს ხელში ჩანთა ეკავა, როგორც მივხვდი, რაღაც განსაკუთრებული ედო. შემოსვლისას სახე სიხარულისგან უბრწყინავდა, კმაყოფილი იყო, სასაუბროდ რომ მოვიწვიე, კეთილად გამიღიმა და თავი დამიკრა.

Монастырь Святого Павла - Wikiwand წმ. პავლეს სახელობის მონასტერი, ათონის მთა
წმ. პავლეს სახელობის მონასტერი, ათონის მთა

-მამა პავლე, გთხოვ, გადაუთარგმნე შემდეგი – რამოდენიმე კითხვის დასმა მინდა და გულწრფელად მიპასუხოს. ჩემს მხრიდან მეც გულწრფელი ვიქნები,- ვუთხარი მამა პავლეს.

კათოლიკე ბერი სიხარულით დამთანხმდა.

-მითხარი, რომელ სარწმუნოებას აღიარებ?

– რომის ეკლესიას მივეკუთვნები და ბენედიქტელთა ორდენის წევრი ვარ.

– მთელი წირვა ფეხზე იდექი და საკურთხევლისთვის თვალი არ მოგიშორებია. რა შთაბეჭდილება დაგრჩა ჩვენი ღვთისმსახურებისაგან, რა დაინახე, რა შეიგღძენი?

– ასე გიპასუხებთ, მამო. უპირველეს ყოვლისა ვმადლობ უფალს, რადგან ახალგაზრდობიდან ვევედრებოდი ღირსყოფად მართლმადიდებლურ წირვაზე დასასწრებად. ღმერთმა ეს ამისრულა. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ აღმოსავლური ეკლესია სქიზმაშია და მადლი აქვს დაკარგული. მე კი ძალიან მინდოდა მენახა თქვენი წირვა-ლოცვა. დღეს ღმერთმა ამიხდინა ნატვრა,- თქვა იტალიელმა ბერმა.

მე კი გულში გამიხარდა, რომ საძმომ ტაძრიდან ის არ გააძევა.

– თქვნი ტაძრის მოხატულობას, კანკელს რომ ვუყურებდი, მართლმადიდებლური ეკლესიის დიდებით წარმოშობილ აღრფთოვანებას ვერ ვიტევდი გულში. ჩემს პირდაპირ უფალ იესო ქრისტეს ვხედავდი, მის მარჯვნივ- დედა ღვთიმშობელს, ზემოდ კი – წმიდა მოციქულებს და მრავალ წმიდანს. რა დიდებაა, რაოდენი მადლი და სიხარულია! კათოლიკურ ტაძრებში ხომ არაა ხატები, მხოლოდ ქანდაკებები, ანუ კერპები, რაც საეკლესიო კანონით აკრძალულია!

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზეცაში ამიტაცეს, ხოლო მღვდლების მსახურებას რომ ვუცქერდი, მთლად სამოთხეში მეგონა თავი.

Нет описания фото.

– თქვენ, კათოლიკები მესას რომ ატარებთ ტაძარში, როგორ გრძნიობთ თავს? – ვკითხე ბერს.

– შევდივართ ტაძარში, საკურთხევლის ცენტრში ვდგებით, ჯვრის ფორმით ვიკრეფთ ხელებს გულზე და ვამბობთ: „აქ უნდა მივიღოთ წმიდა ზიარება, აქაა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც.“

– გასაგებია. თვით კათოლიკურ ტაძარს, მის სივრცეს როგორ აღიქვამთ?

– ჩვენი კათოლიკური ტაძარი – მყინვარია. იქ ისე ცივა, როგორც მაცივრის საყინულეში.

– „მაცივრის საყინულეში“ რას გულისხმობ? – ჩავეძიე იტალიელ სტუმარს.

– სიცივის შეგრძნებას, – მიპასუხა, – აისბერგს…ყინულს და სიცარიელეს.

– ძვირფასო ადამიანო, რატომ-ღა დადიხართ იმ „საყინულეში“? რაღას ეზიარებით იქ? რას აკეთებთ? ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამ?

-დიახ, შესაძლებელია…

– სად ჯობია: ჩვენს ტაძარში თუ თქვენთან?

– უთუოდ თქვენთან, – იყო პასუხი.

– ერთ რამეს გეტყვი – რა მოხდება თქვენ, კათოლიკებმა რომ მოინანიოთ და დაგვიბრუნდეთ, რათა ის ერთიანობა აღვადგინოთ, რომელიც 1054 წლამდე იყო და დაიკარგა. სიხარულით მიგიღებდით და ერთ ეკლესიად ვიქცეოდით. როგორ ფიქრობ, შეძლებთ მონანიებას და ჩვენთან დაბრუნებას?

სტუმარს გაეღიმა.

-რატომ იღიმი?

– მამაო, რა თქმა უნდა მართალი ბრძანდები და კარგ რამეს ამბობ. მაგრამ, თუ დავიწყებ ვინმესთან ამ საკითხის, ანუ კათოლიკეების მონანიებასა და მართლმადიდებლობაში დაბრუნების შესახებ საუბარს, მეორე დღეს ცოცხალი აღარ ვიქნები. ერთი სიტყვა და თავს წამაცლიან.

– რას ნიშნავს „თავს წაგაცლიან?“- ვკითხე გაკვირვებულმა.

იტალიელმა სტუმარმა აღარეფერი მიპასუხა, გაჩუმდა. ცოტა ხანში ჩანთა გახსნა და ფუთა ამოიღო.

– მამაო, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლი. ყველაფერი გაქვავებულია და ფუნდამენტალური ფორმა მიიღო… ამ პაკეტში სამი ხელნაწერი წიგნია. ძველ დროს, როდესაც ჯერ არ იყო სტამბა, წიგნების ხელით გადაწერა ხდებოდა. დიდი ლავრის დამმაარსებელი წმ. ათანასე ათონელი დილით იწყებდა ფსალმუნების გადაწერას, ხოლო საღამოსკენ ასრულებდა. მე ბიბლიოთეკაში ვმსახურობ. ლათინებმა ყველა მართლმადიდებლური და ბერძნულ ენაზე დაწერილი წიგნი დაწვეს. მაგრამ ერთ კუთხეში მივაგენი სამ ხელნაწერს. აზრად მომივიდა მათი ათონის მთაზე წამოღება.

გამოვართვი ხელნაწერები და მამა თეოდოსს მიუტანე ბიბლიოთეკაში. ვთხოვე წაეკითხა, შეემოწმებინა შინაარსის სისწორე. მან შეისწავლა ხელნაწერები და დაადასტურა, რომ ზედმიწევნით მართლმადიდებლურია. წიგნები ბიბლიოთეკაში დავიტოვეთ…

ასეთია ვითარება კათოლიციზმში. აწ მოისმინონ ეს პაპისტებმა და ამის მერე თქვან, რომ მათი „ეკლესია“ მადლმოსილია. ჩვენ გვაქვს მოწმობა კათოლიკების შუაგულიდან, უშუალოდ მათი იერარქისგან, რომელიც კარგად განათლებული და კეთილშობილი ადამიანია.

ერთმა კათოლიკე პროფესორმა ბრიუსელიდან იგივე მითხრა: კათოლიკურ ეკლესიაში ტერორი სუფევს. დღევანდელ დღემდე მართლმადიდებლების მხრიდან გაერთიანების მცდელობის მიუხედავად, პაპებმა არც ერთი ნაბეჯი გადადგეს ერესის უარსაყოფად. ისინი კვლავ შეცდომილები არიან.”

www.premiumi.ge

“ბერმა უფსკრულს ჯვარი გადასახა და ნაბიჯი გადადგა” – კავკასიის მთებში საბჭოთა დროს მომხდარი სასწაული

მეუფე დიმიტრი ( შიოლაშვილი): “დღემდე რომაული კათოლიციზმი არ ასვენებს მართლმადიდებლობას”

image_pdfimage_print

Comments

comments