ყავის რეგულარული მირთმევა თირკმლის მწვავე დაზიანების რისკს ამცირებს

 Vogue Coffe Lounge Alba Mall, Алба-Юлия - фото ресторана - Tripadvisorთუ მორიგი ფინჯანი ყავის მირთმევას აპირებთ და ყოყმანობთ, დამშვიდიდით –  საამისოდ კარგი მიზეზი გამოიძებნა.

როგორც ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, დღეში ერთი ფინჯანი ყავის დალევა  საკმარისია თირკმლის მწვავე დაზიანების (უკმარსობის)  რისკის დასაქვეითებლად.

კვლევის შედეგები ჟურნალ Kidney International Reports–ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად,  მათ, ვინც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც  სვამს ყავას, თირკმლის დაზიანების რისკი 15%–ით,  ხოლო ვინც 2–3 ფინჯან ყავას –  22–23%–ით  უმცირდება.

„როგორც ვიცით ყავის რეგულარული გამოყენება  ქრონიკული და დეგენერატიული დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს, მათ შორის მეორე ტიპის შაქრის დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების პრევენციას, – განმარტავს ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის პროფესორი ჩირაგ პარიჰი, – კოფეინის სასარგებლო თვისებების სიას  ახლა შეიძლება დავამატოთ თირკმლის მწვავე დაზიანების რისკის შემცირება“.

თირკლმის მწვავე დაზიანება (უკმარისობა) ხასიათდება შარდის სიმცირით, ქვედა კიდურების შეშუპებით, დაღლილობით, ქოშინით, გულისრევის შეგრძნებით ; მძმიმე შემთხვევაში კრუნჩხვით ან კომით. ეს დაავადება მეტწილად იმ სტაციონარულ პაციანენტებს ემართება, რომელთაც თირკმელზე ქირურგიული ან სამედიცინო ჩარევა აქვს გადატანილი.

„სავარაუდოდ კოფეინი ახშობს იმ მოლეკულების გამომუშავებას, რომლებიც თირკმელში ქიმიურ დისბალანსს და ჟანგბადის გადამეტებულ მოხმარებას იწვევენ. შესაძლოა, კოფეინი ეხმარება თირკმელს მეტწილად სტაბილური  სისტემის შენარჩუნებას.“– ამბობს პროფესორი პარიჰი.

მისი თქმით, ამის გამოსავლენად საჭიროა დამატებითი კვლევები, ასევე დაკვირვებას ექვემდებარება ის ფაქტორი, თუ რა ზემოქმედებას ახდენს კოფეინის ამ თვისებაზე ყავაში დამატებული რძე, ნაღები, შაქარი ან რომელიმე სხვა დანამატი. საბოლოო დასკვნებისთვის  გამოსაკვლევია კოფეინის შემცელი სხვა სასმელებიც, როგორცაა ჩაი, გაზირებული სასმელი და ა.შ.

image_pdfimage_print

Comments

comments