სასურველი იქნებოდა პრეზიდენტს მეტად ქართველი ელჩები დაეცვა, ვიდრე უცხო ქვეყნის დიპლომატები –წულუკიანი

მოსამართლე, მტკიცებულებები, პრეზიდენტი. გადაწყვეტილებასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის შეფასებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა   პრეზიდენტს   მეტად ქართველი ელჩები დაეცვა, ვიდრე უცხო ქვეყნის დიპლომატები.

„ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დიდი გამოცდილების, პატრიოტიზმისა და მოტივაციის მქონე ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი. რასაკვირველია, ყოფილან ელჩები, რომლებიც გამოწვეულან, რადგან ერთია, როდესაც საქმიანობ, როგორც დიპლომატი ქვეყნის შიგნით და მეორეა, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად სხვა ტიპის საქმიანობა გიწევს და შეიძლება, იქ არ აღმოჩნდე ისეთივე წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით.

საჭიროა, რომ ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. მან გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი. ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია, რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით,  საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ჩაწერილი პრეზიდენტის მედიატორის ფუნქცია, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, გასწიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორის როლი.

„როდესაც არ გაქვს შენ კანონით მონიჭებული ეს ფუნქცია და საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს ეს ფუნქცია კანონით მინიჭებული, შენ უნდა გთხოვონ მხარეებმა მედიაცია. სხვაგვარად ვერავის თავზე ვერ მოეხვევი, როგორც მედიატორი“, – აღნიშნავს წულუკიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს მედიატორის ფუნქცია იკისროს და საკუთარი წარმომადგენელი საპარლამენტო ჯგუფების საქმიანობაში ჩართოს.

„ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ძალიან კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

image_pdfimage_print

Comments

comments