“საქართველოს განვითარებას ვინც ხელს უშლის, ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაა”

ხაზარაძე“ლელოს“ ლიდერის  მამუკა ხაზარაძის  განაცხადებით, საქართველოს განვითარებას დღეს ხელს უშლის  „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომელიც ყოველდღიურად აღვივებს შუღლს საზოგადოებაში.

მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის რეკოემენდაციებთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მოამზადონ პროექტები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ პროცესს ემიჯნება.

„საზოგადოებას ანაწევრებენ და ამით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ოპოზიციის მონაწილეობა იმ რაღაც მოგონილ კომისიებში თითიდან გამოწოვილი ამბავია, რადგან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ჰყავს და მათ შეუძლიათ 12 პუნქტი მიიღონ, აგვისტოში დასასვენებლად კი არ წასულიყვნენ, არამედ ზაფხულში ემუშავათ და სექტემბერში ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, ჩვენი ევროპარლამენტარებისთვის ჩაებარებინათ. შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად მოამზადონ პროექტები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ პროცესს ემიჯნება. არა, ყველა კანონპროექტით, რომელიც მომზადებულია და რომელიც დაიდება, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ პროცესში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, თუ სურვილი ექნება, 12 მოთხოვნა ყოველგვარი ოპოზიციის მოპატიჟების გარეშე შეასრულოს. რა თქმა უნდა, მათ ამისი სურვილი არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments