ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყოოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სეპარატისტული რეჟიმის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების“ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

 

კერძოდ, პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ოკუპირებულ რეგიონში ჯარში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე პირებს, რომლებიც არ არიან აღრიცხული რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ის სამხედროები, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადა ამოიწურა.

image_pdfimage_print

Comments

comments