2023 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

ძროხა ფერმასაქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის.

„ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, ექსპორტის ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. 2023 წელს სახელმწიფო თანადაფინანსებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში ზრდის“, – აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ქმნის შესაძლებლობებს, შეიქმნას მაღალი ხარისხისა და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია. ერთ-ერთი სისტემური პროექტი, რომელიც ამ მიზნით ხორციელდება არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროექტი მხარს უჭერს აგრომეწარმეებს გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით. 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სოფლის განვითარების სააგენტოს მეტი შეღავათიანი სესხის გაცემის შესაძლებლობას აძლევს.

image_pdfimage_print

Comments

comments