რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანესდილიდან იბომბება კიევი. აფეთქებების ხმა ისმის ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილია რვა ადამიანი, დაშავებულია 24. კიევის მეტროსადგურებში მოწყობილი თავშესაფრები ხალხითაა სავსე. ადილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სლავიანსკზეც. სარაკეტო იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი უბნები გახდა. ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. ქალაქში მასიური თავდასხმების გამო, სკოლები დაიხურა და შეფერხებები იყო მობილურ ქსელებში. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის დაბომბვის შესახებაც.

პარალელურად, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

image_pdfimage_print

Comments

comments