ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის სადღესასწაულო ღონისძიებები გაუქმდა

ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა • ვაკის პარკი •  Netgazeti.geქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, .

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც.

„ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში.

გუშინ, 13 ოქტომებრს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. ამ დროისთვის იკითხებიან „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. ისინი გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინდელი დღის შემდეგ იმყოფებიან.

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments