კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა – ალავერდაშვილი

კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა - ალავერდაშვილისამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხმარებლის უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც სასტუმროებისთვის ჰქონდათ დარიცხული.

“სამწუხაროდ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა ამ ეტაპისთვის. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მან კიდევ ერთ პრობლემას გაუსვა ხაზი, რაც ინსტრუქტორების საკითხს ეხება. როგორც ცნობილია, სათხილამურო კურორტებზე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უცხოელ ინსტრუქტორებსა და ადგილობრივებს შორის სერიოზული გაურკვევლობაა.

“ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. კერძოდ, ეს არის უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების თემა, რომლებსაც ვერ ვარეგულირებთ კანონმდებლობით. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, – თქვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments